კიბოს გავრცელების კიდევ ერთი საშიშროება

fe852-anjelina1
ანჯელინა ჯოლის საკვერცხეებსაც ამოაჭრიან

უკვე ყველამ ვიცით, რომ ანჯელინა ჯოლიმ ჯირკვლების ამპუტაცია გაიკეთა თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინ ფორმაცია იმის შესახებ რომ სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად მსახიობს საკვერცხეებსაც ამოაჭრიან.
დიაგნოზის მიხედვით, რომელიც მსახიობს ექიმებმა დაუსვეს, არსებობს 50%-იანი ალბათობა იმისა, რომ ანჯელინას საკვერცხეების კიბო განუვითარდეს. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ გულახდილ წერილში, ჯოლი წერდა, რომ გადაწყვიტა დაიწყოს მკერდიდან, ვინაიდან მის შემთხვევაში მკერდის კიბოს განვითარების რისკი საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკზე გაცილებით მაღალია და ამასთან, ეს ოპერაცია ბევრად უფრო რთულია.

ახლა, როდესაც სარძევე ჯირკვლების ამოჭრის პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, შემდეგ ეტაპზე გადასვლა უკვე შესაძლებელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებს სურთ, რომ ანჯელინას ოპერაცია იქამდე გაუკეთონ, სანამ ვარსკვლავს 40 წელი შეუსრულდება.

უკვე რამდენიმე დღეა მსახიობის ისტორია გავლენიანი გამოცემების პირველ გვერდებზეა. ჟურნალი Time-ი ანჯელინა ჯოლის მთელ ნომერს უძღვნის.

ანჯელინა ჯოლის კიბოს საშიშროება

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მკერდის კიბოს თავიდან აცილების მიზნით ორივე სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა ჟურნალისტებთან ოფიციალურად დაადასტურა. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ გზით ქირურგებმა მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87% -დან მინიმალურ ზღვრამდე დაიყვანეს.

“ეს ოპერაცია საჭირო იყო, რადგანაც სხვა შანსი არ არსებობდა. მინდა სხვა ქალებს მივმართო: მკერდის მოკვეთაზე დათანხმება და ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. იმის შანსი, რომ მკერდის კიბო დამემართოს, 87%-დან 5%-მდე შემცირდა. ჩემს გვერდითაა ბრედ პიტი და მარტო არ მტოვებს. მინდა, ყველა კაცს მივმართო: თუ თქვენს ცოლს ან შეყვარებულს მკერდი მოკვეთეს, არ მიატოვოთ – ამ დროს ქალს ყველაზე მეტად სჭირდებით. ბრედი გამოკვლევებზეც დამყვებოდა და ოპერაციის შემდეგ ჩემი გაცინებაც შეძლო”, – განაცხადა ანჯელინამ.Image